იცით კოკლავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოკლავის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გვერდითი მოვლენები: სუსტად ვლინდება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად – ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია ან ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში. ადგილობრივი რეაქციები: თრომბოფლებიტი ინექციის ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები