იცით ლან-30-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლან-30-ის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა, ხანგრძლივი მიღებისას – ატროფიული გასტრიტი; ცალკეულ შემთხვევებში – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი; იშვიათად – შეუძლოდ ყოფნა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველება, ფარინგიტი, რინიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპის მსგავსი სინდრომი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით); ცალკეულ შემთხვევებში – ანემია.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე; ცალკეულ შემთხვევებში – ფოტოსენსიბილიზაცია, მულტიფორმული ერითემა. სხვა: იშვიათად – მიალგია, ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები