იცით ლოდოზს რა უკუჩვენებები აქვს?

ლოდოზის უკუჩვენებებია: •          მომატებული მგრძნობელობა ბისოპროლოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; •          მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართ; •          ბრონქიალური ასტმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მძიმე ფორმები; •          გულის ქრონიკული უკმარისობა დეკოპენსაციის სტადიაში, რომელიც არ ექვემდებარება სამკურნალწამლო თერაპიას; •          კარდიოგენური შოკი; •          სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა; •          II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა რითმის ხელოვნური მატარებლის გარეშე; •          გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები); •          ვარიანტული სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); •          ფეოქრომოციტომა (ალფა-ადრენობლოკატორების ერთდროულად გამოყენების გარეშე); •          პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე ფორმის დარღვევები, მათ შორის რეინოს დაავადება; •          არტერიული ჰიპოტენზია; •          ჰიპოკალიემია; •          ჰიპოვოლემია; •          თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები; •          ფლოქტაფენინთან, სულტოპრიდომთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, ლითიუმთან ერთდროულად მიღება; •          18 წლამდე ასაკი ( ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები