იცით ნეოაგრეგანს რა უკუჩვენებები აქვს?

ნეოაგრეგანის უკუჩვენებებია: – ანამნეზში თავის ტვინის სისხლჩაქცევა; – ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლჩაქცევა; – მიდრეკილება სისხლდენებისადმი (ვიტამინი K-ს უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი და სხვა); – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; – სალიცილატებისა და ასას მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა; – გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; – თირკმლის უკმარისობა(კკ < 10 მლ/წთ); – ორსულობის I და III ტრიმესტრი; – ლაქტაციის პერიოდი; – 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები; – პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. ნეოაგრეგანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, ჰიპერურიკემიით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ან სისხლდენით, თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობით, ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, ალერგიული მდგომარეობებისას, ორსულობის II ტრიმესტრში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები