იცით ნეფაზანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეფაზანის გვერდითი მოვლენებია: კლოპიდოგრელი უსაფრთხოებაზე შეფასდა 17 500-ზე მეტ პაციენტში, ჩათვლით 9000 პაციენტისა, რომლებიც 1 წელიწადზე მეტხანს მკურნალობდნენ. კლოპიდოგრელის საერთო ტოლერანტობა საერთაშორისო კვლევაში ასპირინის მსგავსი იყო ასაკის, სქესისა და რასის მიუხედავად, დაახლოებით თანაბარი სიხშირით (13%) პაციენტებისა, რომლებმაც მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს. კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ორ საერთაშორისო კვლევაში აღინიშნა აღწერილია ქვემოთ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების > 2.5%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობენ, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა. ზოგადი: გულმკერდის ტკვილი, შემთხვევით მიყენებული დაზიანება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკვილი, სისუსტე. გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: შეშუპება, ჰიპერტენზია. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუ. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ფაღარათი, გულისერვა. მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ჰიპერქოლესტერემია. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ართრალგია, ზურგის ტკვილი. თრომბოციტების, სისლხდენის და შედედების დარღვევები: პურპურა/სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა. ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია. სასუნთქი სისტემის დარღვევები: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დისნოე, რინიტი, ბრონქიტი, ხველა. კანისა და დანამატების დარღვევები: გამონაყარი, ქავილი. საშარდე სისტემის დარღვევები: საშარდე გზების ინფექცია. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების > 2.0%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც ღებულობენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა. ზოგადი: გულმკერდის ტკივილი. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუ. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ფაღარათი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების 1-2.5%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობენ, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა. ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევები: სინკოპე, გულის აჩქარება. ზოგადი დარღვევები: ასთენია, ცხელება. თიაქარი. გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: გულის უკმარისობა. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: კრუნჩხვები ფეხებში, ჰიპოესთაზია, ნევრალგია, პარესთეზიები, თავბრუ. გასტროინტესტინალური სისტემის დარღვევები: შეკრულობა, ღებინება გულის შეკუმშვათა სიხშირე და რითმის დარღვევები: წინაგულოვანი ფიბრილაცია. ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების მომატება. მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: პოდაგრა, ჰიპერურიკემია, არა-ცილოვანი აზოტის მომატება. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ართრიტი, ართროზი. თრომბოციტების, სისხლდენისა და შედედების დარღვევები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, ჰემატომა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ფსიქიატრიული დარღვევები: შფოთვა, უძილობა სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები: ანემია. სასუნთქი სისტემის დარღვევები: პნევმონია, სინუსიტი. კანისა და კანის დანამატების დარღვევები: ეგზემა, კანის დაწყლულება. საშარდე სისტემის დარღვევები: ცისტიტი. მხედველობის დარღვევები: კატარაქტა, კონიუქიტივი. სხვა პოტენციურად მზიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყო, თუმცა იშვიათად აღინიშნებოდეს (< 1%) კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან კლოპიდოგრელს+ასპირინი, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა, ზოგადად, ამ მოვლენების განვითარების სიხშირე მსგავსი იყო იმ პაციენტებშიც, რომლებიც ღებულობდნენ ასპირინს ან პლაცებო+ასპირინს. ზოგადი: ალერგიული რეაქცია, იშემიური ნეკროზი. გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გენერალიზებული შეშუპება. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევბი: პერფორეირებული კუჭის წყლული, ჰემორაგიული გასტრიტი, ძედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰემორაგიული წყლული. ღვიძლისა დასანაღვლე გზების დარღვევები: ბილირუბინემია, ინფექციური ჰეპატიტი, ცხიმოვანი ვიძლი. თრომბოციტების, სისხლდენებისა და შედედების დარღვევები: ჰემართროზი, ჰემატურია, ჰემოფტიზი, ქალაშიდა სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სისხლდენები, ოპერაციული ჭრილობის სისხლდენა, თვალში სისხლდენა, პულმონარული სისხლდენა, ალერგიული პურპურა, თრომბოციტოპენია. სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები: აპლასტიური ანემია, ჰიპოქრომული ანემია. გამრავლების სისტემის დარღვევები ქალებში: მენორაგია. სასუნთქი სისტემის დარღვევები: ჰემოთორაქსი. კანისა და კანის დანამატების დარღვევები: ბულოზური გამონაყარი, ერითემატოზული გამონაყარი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ჭინჭრის ციება. საშარდე სისტემის დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. სისხლის თეთრი უჯრედებისა და რეტიკულოენდოთელური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, გრანულოციტოპენია, ლეიკემია, ლეიკოპენია, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები