იცით ნოვინეტს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოვინეტის უკუჩვენებებია: არ უნდა მიიღოთ პერორალური კონტრაცეპციული პრეპარატები ქვემოჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. თუ პრეპარატის მიღების ფონზე ქვემოჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება პირველად, საჭიროა პრეოპარატის დაუწოვნებლივ შეწყვეტა. • ორსულობა ან სავაუდო ორსულობა • ზომიერი ან გამოხატული ჰიპერტონია. • ჰიპერლიპოპროტეინემია. • აწმყოში ან ანამნეზში არტერიული ან ვენური თრომბოემბოლია (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულური დარღვევები). • არტერიული ან ვენური თრომბოემბოლიის სერიოზული ან მრავლობითი ფაქტორების არსებობა (განყოფილება 4.4. განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები) • დიაბეტური ანგიოპათია. • ღვიძლის მძიმე დაავადება, ქოლესტაზური სიყვითლე ან ჰეპატიტი, ან ეს დაავადებები ანამნეზში (თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგები არ დაუბრუნდა ნორმის დიაპაზონს და 3 თვის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ნორმაში დაბრუნებიდან), სიყვითლე ორსულობისას ანამნეზში, სიყვითლე სტეროიდების მიღების ფონზე, როტორის სინდრომი (ოჯახური ქრონიკული არაჰემოლიზური სიყვითლე) დაბინ-ჯონსონის სინდრომი, ჰეპატო-ცელულური სიმსივნეები და პორფირია. • ქოლელითიაზი. • ანამნეზში ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი). • არსებობა ან ეჭვი ესტროგენ-დამოკიდებულ სინსივნეებზე, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიაზე. • გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშოდან. • ამ მომენტში ან ანამნეზში სისტემური წითელი მგლურა. • სერიოზული ქავილი ანამნეზში წინა ორსულობის ან სტეროიდული პრეპარატების გამოყენების ფონზე, ორსულთა ჰერპესი, ოტოსკლეროზის მანიფესტაცია ან გაუარესება. • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები