იცით ნულოქს სფიდიტაბს რა უკუჩვენებები აქვს?

ნულოქს სფიდიტაბსის უკუჩვენებებია: არ მიიღოთ ნულოქს სფიდიტაბსი და მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ: • გაქვთ ალერგია მელოქსიკამის ან ნებისმიერ ინგრედიენტის მიმართ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ასევე ლაქტაციის პერიოდში; • ალერგიული ხართ ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული მედიკამენტების მიმართ; • ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიღების შემდეგ ანამნეზში აღგენიშნებოდათ ასთმის სიმპტომები (მსტვინავი ხიხინი), ცხვირის პოლიპები რინორეით, კანის შეშუპება ან ჭინჭრის ციება; • გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული; • გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული რაიმე სახის დარღვევა. ან თუ ოდესმე გქონიათ კუჭიდან, ნაწლავიდან სისხლდენა ან ცერებრალური სისხლჩაქცევა. • გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება; • გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა და არ იკეთებთ დიალიზს; • გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა; • გაქვთ კრონის დაავადება; • გაქვთ წყლულოვანი კოლიტი; • გაწუხებთ ტკივილი კორონარული არტერიის შუნტირების შემდეგ; თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გაწუხებთ არ მიიღოთ მელოქსიკამის ტაბლეტები. პირველ რიგში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და იმოქმედეთ მისი რეკომენდაციების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ ნულოქს სფიდიტაბსის ტაბლეტები. • პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს: • თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა; • თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან გულის დაავადებები; • თუ გაქვთ დიაბეტი; • თუ ხართ ხანდაზმული (>65 წელი); • თუ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება ფენილკეტონურია, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ასპარტამს (E951); • თუ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ სორბიტოლის (E420,) შაქრის გარკვეული სახეობის აუტანლობა, რადგანაც ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს; • თუ თქვენს ორგანიზმში სისხლის მოცულობა შემცირებულია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვით ან დამწვრობით, ქირურგიული ოპერაციებით ან სითხის შეწოვის დარღვევით; • თუ ოდესმე დაგიდგინდათ კალიუმის მაღალი დონე სისხლში. • თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელი გაწუხებთ მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები