იცით ოუბაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოუბაინის გვერდითი მოვლენებია: ოუბაინი ხასიათდება მცირე თერაპიული დიაპაზონის მქონე მოქმედებით. სრული თერაპიული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაშიდაც კი, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, იშვიათად – დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში – ჯორჯლის ინფარქტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უძილობა, დეპრესიები, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, იშვიათად – მხედველობის დარღვევა. ხანდაზმულ მამაკაცებში იშვიათად ადგილი აქვს სარძევე ჯირკვლების გადიდებას. იშვიათად – ალერგიული რეაქციები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ციმციმი და გულის გაჩერება. გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები