იცით პანტარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტარონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც სხვა პრეპარატემბა,  პანტარონი 40 მგ-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: .  დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).   კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ხშირი: კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა  ტკივილი მუცლის ზედა მხარეში, დიარეა, ყაბზობა და მუცლის შებერილობა. იშვიათად: გულისრევა. პირის სიმშრალე დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი იშვიათად: თავბრუსხვევა და ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა).  დარღვევები კანის მხრივ: იშვიათად: ალერგიული რეაქციები,  როგორიცაა ქავილი და კანზე გამონაყარი.  ძალიან იშვიათი: ჭინჭრის გამონაყარი, ანგიოშეშუპება (სახის, ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება ყლაპვის და/ან სუნთქვის გაძნელებით), კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მრავალფორმიანი ერითემა,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი და ფოტოსენსიტივობა.  დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე სადინრების მხრივ: ძალიან იშვიათი: ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ტრანსამინაზების,  ᵧ-Gთ).  იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანება, როგორიცაა სიყვითლე (კანის გაყვითლება) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე.   ჩონჩხკუნთოვანი დარღვევები: იშვიათი: სახსრების ტკივილი.  ძალიან იშვიათი: კუნთების ტკივილი.  ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათი: დეპრესია.  ზოგადი დარღვევები: ძალიან იშვიათი: ცხელება და სითხის შეკავება (პერიფერიული შეშუპება).  მეტაბოლური დარღვევები  ძალიან იშვიათი: ტრიგლიცერიდების დონეების მომატება.  დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.  დარღვევები თირკმლისა და საშარდე ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლის ანთება).  რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარებისას,  მიმართეთ ექიმს,  რომელიც გადაწყვეტს გააგრძელოს მკურნალობა თუ არა. თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები