იცით პრესტანსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრესტანსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პრესტანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ სამედიცინო პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაგინვითარდათ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე: • მსტვენავი სუნთქვის, მკერდში ტკივილის, ქოშინის, სუნთქვის გაძნელების მოულოდნელი განვითარება, • ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება, • ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას • კანის მძიმე რეაქციები, კანის უხვი გამონაყრის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების გაჩენის, კანის აქერცლვის და შებერვის, ლორწოვნების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ჩათვლით ან სხვა ალერგიული რეაციები, • ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, • გულის შეტევა, უჩვეულოდ ძლიერი ან არარეგულარული გულისცემა, • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილები მუცლის და ზურგის არეში და თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა.  არსებობს შეტყობინებები შემდეგი გავრცელებული გვერდიი ეფექტების    შესახებ. თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე გაწუხებთ ან გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს:   • გავრცელებული გვერდითი ეფექტები:(უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტს): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები (მათ შორის თვალებში გაორება), ტინიტუსი (ყურებში შუილი), გახშირებული გულისცემა, (გულისცემის შეგრძნება) სახის გაწითლება, მსუბუქი თავბრუსხვევა დაქვეითებული არტერიული წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, კოჭების შეშუპება.  ასევე არსებობს შეტყობინებები სხვა გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ გვერდითი ეფექტები ღებულობს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ შეამჩნიეთ ისეთი არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  • არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები:(უვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტს): ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ძილის დარღვევა, კანკალი, გულის წასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი (სურდო ან ცხვირის გაგუდვა), ნაწლავების მოქმედების დარღვევა, თმის ცვენა, კანზე წითელი ან უფერო ლაქები, ზურგის, კუნთების ან სახსრების ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, შარდვის გაძნელება, მოშარდვის სურვილის გაძლიერება ღამით, გახშირებული შარდვა, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ბრონქოსპაზმები (მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება), პრობლემები თირკმელების მხრივ, იმპოტენცია, გაძლიერებული ოფლიანობა, მამაკაცებში მკერდის გადიდება და დისკომფორტი, სხეულის მასის მატება ან შემცირება. • იშვიათი გვერდითი ეფექტები:(უვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტს): ცნობიერების არევა. • ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:(უვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს): დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (გულის არარეგულარული რითმი, სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერი რეაქციები, კანის უხვი გამონაყრის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების გაჩენის, კანის აქერცლვის და შებერვის, ლორწოვანი მემბრანების ანთების (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), სხვადასხვა ფორმის ერითემის (გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე ქავანა წითელი ლაქების გაჩენით), ჩათვლით, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილები მუცლის და ზურგის არეში და იწვევევნ შეუძლოდ ყოფნას, ღვიძლის ფუნქციის დარღევევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სანმედიცინო ანალიზზე, მუცლის შებერვა (გასტრიტი), ნერვების დაზიანება, რამაც შეიძლება გამიწვიოს სისუსტე, კიდურებში ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება, კუნთების მომატებული ტონუსი, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ღრძილების შეშუპება, სისხლში შაქრის მომატებული დონე (ჰიპერგლიკემია). • პაციენტებისგან, რომლებიც ღებულობდენენ პრესტანსს, ასევე შემოსულია შეტყობინებები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ: ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის შემცირებული დონე), დარღვეევები, რომელთა დროსაც ერთობლივად ვლინდება კუნთების რიგიდობა, ტრემორი ან/და მოძრაობითი დარღვევები.  თუ გვერდითი ეფექტები ღებულობს სერიოზულ ხასიათს, ან გამოგივლინდათ არასასურველი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები