იცით რექსაპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რექსაპინის გვერდითი მოვლენებია: საერთო მოვლენები: ხშირი (სულ მცირე 1%): კბილის ტკივილი. გრიპის მსგავსი სინდრომი, საკუთარი სხეულის მიზანმიმართული დაზიანება და სუიციდის მცდელობა. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შემცივნება, ასთენია, სახის შეშუპება, კანდიდოზი, კეფის ტკივილი და რიგიდულობა, მენჯის ტკივილი და ფოტოსენსიბილიზაცია. იშვიათი (<0.1%): უეცარი სიკვდილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): ჰიპოტენზია ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ბრადიკარდია, ცერებრო-ვასკულური სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასისტოლია, ჰემორაგია, შაკიკი, სიფერმკრთალე, ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია. იშვიათი (<0.1%): არტერიიტი, მოციმციმე არითმია, გულის უკმარისობა და ფილტვის არტერიის ემბოლია. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): გაძლიერებული სალივაცია და წყურვილის შეგრძნება. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): დისფაგია, გულძმარვა, გაუვალობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გასტროენტერიტი, გინგივიტი, ჰეპატიტი, მელენა, პირის ღრუს დაწყლულება, გულისრევა და ღებინება, ორალური კანდიდოზი, პერიდონტალური აბსცესი, რექტალური ჰემორაგია, სტომატიტი, ენის შეშუპება და კბილების კარიესი. იშვიათი (<0.1%): აფთოზური სტომატიტი, ენტერიტი, საყლაპავის წყლულები, გლოსიტი, ილეუსი, ნაწლავური ობსტრუქცია, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და ენის ფერის შეცვლა. ენდოკრინული სისტემა: ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შაქრიანი დიაბეტი იშვიათი (<0.1%): დიაბეტური აციდოზი და ჩიყვი.  სისხლი და ლიმფური სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): ლეიკოპენია ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ანემია, ციანოზი, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტემია. იშვიათი (<0.1%): ნორმოციტული ანემია.  მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აციდოზი, მომატებული ტუტე ფოსფტაზა, ბილირუბინემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ქვედა და ზედა კიდურების შეშუპება, წყლით ინტოქსიკაცია. იშვიათი (<0.1%): პოდაგრა, ჰიპერკალემია, ჰიპერნატრემია, ჰიპოპროტეინემია და კეტოზი.  ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ართრიტი, ართროზი, ბურსიტი, ქვედა კიდურების კუნთების კრამპები და მიასთენია. იშვიათი (<0.1%): ძვლების ტკივილი, მიოპათია, ოსტეოპოროზი და რევმატოიდული ართრიტი. ნერვული სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): პათოლოგიური სიზმრები, ემოციური ლაბილურობა, ეიფორია, ლიბიდოს დაქვეითება, პარესთეზია. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალკოჰოლიზმი, ამნეზია, ანტისოციალური ქცევები, ატაქსია, ცნს-ის სტიმულაცია, კომა, დელირიუმი, დეპერსონალიზაცია, დიზართრია, სახის პარეზი, ჰიპერესთეზია, ჰიპოკინეზია, ჰიპოტონია, ინკოორდინაცია, აკვიატებული კომპულსიური სიმპტომები, ფობიები, სომატიზაცია, სტიმულატორების ჭარბად გამოყენება, სტუპორი, ენაბლუობა, ტარდიული დისკინეზია, თამბაქოს ჭარბად მოხმარება, ვერტიგო და აბსტინენციის სინდრომი. იშვიათი (<0.1%): აკინეზია, ცირკუმორალური პარესთეზია, ენცეფალოპათია, ნევრალგია, ნეიროპათია, ნისტაგმი, დამბლა, სუბარაქნოიდური ჰემორაგია. სასუნთქი სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): დისპნოე ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აპნოე, ასპირაციული პნევმონია, ბრონქული ასთმა, ატელექტაზი, ეპისტაქსისი, სისხლიანი ნახველი, ჰიპერვენტილაცია, ლარინგიტი, პნევმონია და ხმის შეცვლა. იშვიათი (<0.1%): სლოკინი, ჰიპოვენტილაცია, ჰიპოქსია, ფილტვების შეშუპება და სტრიდორი. კანი და მისი დანამატები: ხშირი (სულ მცირე 1%): ოფლიანობა ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალოპეცია, კონტაქტური დერმატიტი, კანის სიმშრალე, ეგზემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, სებორეა, კანის დაწყლულება და ვეზიკულობულოზური გამონაყერი. იშვიათი (<0.1%): ჰირსუტიზმი, პუსტულური გამონაყარი, კანის ფერის შეცვლა და ურტიკარია. გრძნობათა ორგანოები: ხშირი (სულ მცირე 1%): კონიუნქტივიტი ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აკომოდაციის დარღვევა, ბლეფარიტი, კატარაქტა, რქოვანას დაზიანება, სიყრუე, დიპლოპია, თვალების სიმშრალე, ყურის ტკივილი, სისხლჩაქცევები თვალში, თვალის ანთება, თვალის ტკივილი, თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანება, გემოს გაუკუღმართება და ხმაური ყურებში. იშვიათი (<0.1%): გლაუკომა, კერატოკონიუნქტივიტი, მაკულარული ჰიპოპიგმენტაცია, მიოზი, მიდრიაზი და ბროლში პიგმენტური ჩანართები. შარდ-სასქესო სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): ამენორეა*, ჰემატურია, მეტრორაგია* და ვაგინიტი. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): პათოლოგიური ეაკულაცია*, მკერდის ტკივილი, ცისტიტი, შემცირებული მენსტრუაცია*, დიზურია, ლაქტაცია* ქალებში,  გლიკოზურია, იმპოტენცია*, გაძლიერებული მენსტრუაცია, მენორაგია, პოლიურია, პრედმენსტრუალური სინდრომი*, პიურია, შარდვის გახშირება, შარდის რეტენცია, მოშარდვის აქტის გაუარესება, საშვილოსნოში ფიბრომის* ზომების გაზრდა და ვაგინალური ჰემორაგია*. იშვიათი (<0.1%): ალბუმინურია, გინეკომასტია, მასტიტი, ოლიგურია. * სქესის მიხედვით. სხვა მონაცემები: პლაზმური პროლაქტინის დონე ხშირად მომატებულია, მაგრამ თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა გინეკომასტია, გალაქტორეა და მკერდის გადიდება ძალიან იშვიათად გვხვდება. თითქმის ყველა პაციენტში პროლაქტინის დონე დაუბრუნდა ნორმის ფარგლებს მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად. ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე ადგილი ჰქონდა კორექტირებული QT ინტერვალის  (QTc) ზედმეტად გახანგრძლივებას პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეოზინოფილების რაოდენობის ასიმპტომურ მომატებას. კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა იშვიათად დაფიქსირდა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT, AST) ტრანზიტორულ და ასიმპტომურმატებას. ღვიძლის მწვავე პათოლოგიის  განვითარების რისკის მქონე პაციენტებში ტრანსამინაზების დონე უნდა განისაზღვროს რექსაპინით მკურნალობის დაწყების წინ და მკურნალობის პროცესშიცკლინიკური მონაცემებისმიხედვით. არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები