იცით როგლიტს რა უკუჩვენებები აქვს?

როგლიტის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა როსიგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; გულის I-IV ხარისხის უკმარისობა HYHA-ს კლასიფიკაციით (მათ შორის ანამნეზში); ღვიძლის ნებისმიერი დაავადებისას; ღვიძლის ფუნქციის ცუდი ლაბორატორიული მაჩვენებლებისას; ინსულინით მკურნალობისას; სამმაგ კომბინაციაში შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან; თირკმელების მძიმე დაავადებებისას, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ავადმყოფთა ამ ჯგუფში შესწავლილი არ არის. ორსულობის დროს. ვინაიდან ასეთი ავადმყოფებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის; ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ჩვილ ბავშვებზე პრეპარატის მოქმედება უცნობია; 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკის ჯგუფში დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები