კადსილა / Kadcyla ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კადსილა – ორსულობა კადსილას კლინიკური კვლევები ორსულებში არ ჩატარებულა. რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკოლოგიის კვლევები არ არის ჩატარებული.   ორსულში კადსილას კომპონენტმა, ტრასტუზუმაბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ან სიკვდილი. პოსტმარკეტინგული მონაცემებით ტრასტუზუმაბის მიღებისას ორსულებში დაფიქსირდა ოლიგოჰიდრამნიონის შემთხვევები, რასაც ზოგ შემთხვევაში თან ახლდა ფატალური პულმონური ჰიპოპლაზია. ცხოველებზე ჩატარებულმა  კვლევებმა მეითანზინზე, რომელიც მიეკუთვნება   DM1-ს ანალოგიურ მეიტანსინოიდის კლასს, აჩვენა, რომ  DM1-ს კადსილას მიკროტუბულების მაინჰიბირებელ ციტოტოქსიურ კომპონენტს,  სავარაუდოდ შეიძლება ჰქონდეს ტერატოგენული და პოტენციური ემბრიოტოქსიური მოქმედება.  კადსილას მიღება ორსულებში რეკომენდირებული არ არის. კადსილას მიღებისას დაორსულების შემთხევევაში, ორსულმა  უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც განუმარტავს ნაყოფის დაზიანების რისკს. თუ ორსული მკურნალობს კადსილათი  აუცილებელია დაკვირვება მულტიდისციპლინარული სამედიცინო გუნდის მიერ. ქალები დაორსულების პოტენციალით კადსილას მიღებისას და მისი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, რეკომენდებულია   ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი