კოლოსარ-დენკი 50/12.5 / CoLosar-Denk 50/12.5 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოლოსარ-დენკი 50/12.5 – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.   ორსულობა: თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. ჩვეულებრივ მკურნალი ექიმი შეწყვეტს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ით მკურნალობას პაციენტის დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს პაციენტის ორსულობის შესახებ, მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. არ შეიძლება კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღება ორსულობის დროს, რადგან კოლოსარ-დენკ 50/12.5-მა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნაყოფს.  ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს ბავშვის კვება დედის რძით, მაშინ მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში და მკურნალი ექიმი შეარჩევს სხვა მედიკამენტს. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი