რა დროს გამოიყენება ბისოდოლი?

ბისოდოლის გამოყენების ჩვენებებია: გულძმარვა, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიეტის დარღვევის შემდეგ, გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, ალკოჰოლის, ყავის, თამბაქოს ხშირი მოხმარებისას. თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება (პროფილაქტიკა და სიმპტომური თერაპია). მწვავე გასტრიტი. მწვავე დუოდენიტი. ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული აქტივობით. რეფლუქსეზოფაგიტი. მწვავე დუოდენიტი. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია. მჟავეებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევები, კოლიტი. გლუკოკორტიკოსტეროიდებითა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას კუჭნაწლავის ტრაქტში სეროზულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი