რა დროს გამოიყენება ბრომოკრიპტინ რიხტერი?

ბრომოკრიპტინ რიხტერის გამოყენების ჩვენებებია: ლაქტაციის დათრგუნვა ან შემცირება სამედიცინო ჩვენებების მიხედვით პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის რუტინული დათრგუნვისთვის ან მშობიარობის შემდგომი ტკივილების სიმპტომების შესამსუბუქებლად და სარძევე ჯირკვლების გასაუხეშებლად. ჰიპერპორლაქტინემია ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა მამაკაცებსა და ქალებში (გალაქტორეით და/ან მის გარეშე მიმდინარე). უნაყოფობა ჰიპერპროლაქტინემიასთან დაკავშირებული უნაყოფობის მკურნალობა. ბრომოკრიპტინი მიიღება ქალებში უნაყოფობის დროს ჰიპერპროლაქტინემიის გარეშე. პროლაქტინომები ბრომოკრიპტინი შესაძლებელია წარმოადგენდეს პირველი რიგის პრეპარატს მაკროადენომის მკურნალობაში და  ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას (ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია) მიკროადენომის მქონე პაციენტებში. აკრომეგალია მიიღება ზრდის ჰორმონის დონის შესამცირებლად სისხლის სისტემურ ნაკადში ქირურგიულ ჩარევაზე და/ან სხივურ თერაპიაზე დამატების სახით. პარკინსონის დაავადება პარკინსონის დაავადების დროს ბრომოკრიპტინი მიიღება, როგორც მონოთერაპიის, ასევე ლევოდოპასთან კომბინაციაში, არანამკურნალებ პაციენტებში და პაციენტებში „ჩართვა-გამორთვის“ ფენომენის დროს. ბრომოკრიპტინს შესაძლებელია ქონდეს ეფექტი პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ პასუხი ლევოდოპას თერაპიის მიმართ ან ლევოდოპას მიმართ შესუსტებული პასუხით, ასევე პაციენტებში ლევოდოპას აუტანლობით. სარძევე ჯირკვლების ციკლური კეთილთვისებიანი დაავადებები; პრედმენსტრუალური სინდრომი (იხ. სიფრთხილით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი