რა დროს გამოიყენება ბრუმეტონი?

ბრუმეტონის გამოყენების ჩვენებებია: თვალის დაავადებებში:  ბრუმეტონი კოლოიდალი S (სულფაცეტამიდით) ძირითადად ნაჩვენებია თვალის ზედაპირული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, რაც გამოწვეულია სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკით, პნევმონიით, Haemophilus influentiae და ასევე Moraxella lacunata (Morax-Axenfeld-ის დიპლობაცილით), Klebsiella pneumoniae (ფრიდლედერის ბაცილა), Escheria coli, აერობაქტერიული აეროგენებით და ალბუციდის მიმართ მგრძნობიარე სხვა მიკროორგანიზმებით, ასევე წინა თვალის სეგმენტის ყველა სხვა სახის ალერგიული და ანთებითი პროცესების დროს, როგორიცაა კონიუქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, ალერგიული, ფლიქტენარული), ქრონიკული და ალერგიული მწვავე ბლეფარიტი, ინტერსტიციალური კერატიტი, ფლიქტენარული კერტოკონიუქტივიტი, სკლერატიტი და ეპისკლერატიტი, ქრონიკული და ტრამვული მწვავე ირიტი და ირიდოციკლიტი, განსაკუთრებით როცა არსებობს ინფექციური გართულებების საშიშროება. ოტორინოლარინგოლოგიაში:  ბრუმეტონი კოლოიდალი S (სულფაცეტამიდით) ძირითადად ნაჩვენებია გარეგანი და შუალედური ოტიტის დროს, მყისიერად აყუჩებს ტკივილს; გამოიყენება ფურუნკულოზისას და გარე სასმენი არხის ანთებითი ფორმების დროს, როგორიცაა ეგზემა და დერმატიტი, გასაკუთრებით კი როცა გამოწვეულია მიკრობებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი