რა დროს გამოიყენება იმუნალი?

იმუნალის გამოყენების ჩვენებებია: • იმუნიტეტის სტიმულაცია; • გაციების და გრიპის პროფილაქტიკა და მათი სწრაფი განკურნება; • სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული  დაავადებების (სურდო, ყელის ანთება, ხველა, სისუსტე) სიმპტომების შემსუბუქება; • დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ქრონიკული ინფექციური დაავადებების ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს. 2. იმუნალის ტაბლეტების გამოყენების წინ არ მიიღოთ იმუნალის ტაბლეტები, თუ თქვენ გაქვთ: • ალერგია ექინაცეაზე, რთულყვავილოვან ოჯახის მცენარეებზე (მაგალითად, გვირილაზე, არნიკაზე, გულყვითელაზე, ფარსმანდუკზე) ან პრეპარატის დამხმარე ნივთერებებზე; • პროგრესირებადი სისტემური დაავადებები, მაგალითად, ტუბერკულოზი და სარკოიდოზი; • აუტოიმუნური დაავადებები ისეთი, როგორიცაა კოლაგენოზი და გაფანტული სკლეროზი;  • იმუნოდეფიციტი (აივ-ინფექცია, შიდსი); • იმუნური სისტემის დამთრგუნველი თერაპია (მაგალითად, კიბოს სამკურნალოდ ან ძვლის ტვინის ან სხვა ორგანოების გადანერგვის შემდეგ გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებებით); • სისხლის სისტემის ნებისმიერი დაავადება ლეიკოციტების დაზიანებით (მაგალითად, აგრანულოციტოზი, ლეიკოზი); • თანდაყოლილი მიდრეკილება ალერგიული რეაქციების (ჭინჭრის ციების, ატოპიური დერმატიტის, ბრონქული ასთმის) მიმართ. პრეპარატი უკუნაჩვენებია 1 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი