რა დროს გამოიყენება კარიპაზიმი?

კარიპაზიმის გამოყენების ჩვენებებია: – ხერხემლის ოსტეოქონდროზი; – მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო – ბაზილარულ უკმარისობას); – დისკოგენური რადიკულიტი; – შმორლის თიაქარი; – ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქნოიდიტები); – სახის ნერვის ნევრიტი; – მსხვილი სახსრების ართროზი – ართრიტები; – მხარისა და ბეჭის პერიართრიტი; – თითების პოსტტრავმული კონტრაქტურები (დიუპიუტრენის) – III ხარისხის დამწვრობა; შერჩევითად მოქმედებს ნეკროზულ ქსოვილებზე, იწვევს ფუფხის მოცილების დაჩქარებას, ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას, მათ გამოშრობას და უსისხლო, უმტკივნეულო გაწოვას აქტიური ქირურგიული ჩარევის გარეშე. – ჭრილობები (ძნელად შეხორცებადი, ჩირქოვანი), ტროპიკული წყლულები. კელოიდური ნაწიბურები; იწვევს გრანულაციური ქსოვილის გათავისუფლებას ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. სახსრების ანთების გავრცელებულ გართულებად ითვლება ქრონიკული ართრიტი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ინფექციურ-ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება კონტრაქტურები, რომლებიც იწვევენ დეგენერაციულ ცვლილებებს და შეხორცებების ჩამოყალიბებას სახსრის შიგნით და მოძრაობის მკვეთრად შეზღუდვას.  მტევნის აპონევროზის და კანქვეშა უჯრედისის დეგენერაციულ ცვლილებებს მივყავართ დაქვეითებამდე (კონტრ. დიუპიუტრენის); კარიპაზიმით მკურნალობა იძლევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და მოძრაობის აღდგენას სახსარში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი