რა დროს გამოიყენება კლავერა ბიდ?

კლავერა ბიდ გამოყენების ჩვენებებია: კლავერა™ ბიდ გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ, რომელებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ გამძლე შტამებით, რომლებიც აპროდუცირებენ ბეტა-ლაქტამაზას: – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები): ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია) – შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები, გონორეა) – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, ცხოველების ნაკბენები) – ოდონტოგენური ინფექციები (მათ შორის, დენტოალვეოლური აბსცესი) – ძვლების და სასხსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი) – სხვა: სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი