რა დროს გამოიყენება კონვურატი?

კონვურატის გამოყენების ჩვენებებია: • ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში); • სამწვერა ნერვის ნევრალგია; • გლოსოფარინგეალური ნევრალგია; • ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს; • ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები; • ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიულ მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა; • ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი