რა დროს გამოიყენება ლიბექსინი?

ლიბექსინის გამოყენების ჩვენებებია: ძირითადად მწვავე ან ქრონიკული მშრალი ხველების სამკურნალოდ. ლიბექსინი გამოიყე¬ნება ხველების დროს იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელთაც თან ახლავს სუნთქვისა და გაზთა ცვლის დარღვევა, ვინაიდან იგი არ თრგუ¬ნავს სუნთქვის ცენტრს. პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, გრიპის, პნევმონიის, ემფიზემის და ღამის ხველის დროს გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში. აგრეთვე იმ პაციენტების მოსამზადებელ პერიოდში, რომლებსაც ესაჭიროებათ ბრონქოსკოპული ან ბრონქოგრაფიული კვლევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი