რა დროს გამოიყენება ნებუსალი?

ნებუსალის გამოყენების ჩვენებებია: ნებუსალი ნაჩვენებია ქვედა რესპირატორულ ტრაქტში არსებული სეკრეტების მობილიზაციის გაზრდისა და ამოხველების გასაადვილებლად: – ბრონქოექტაზია; – კისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; – ასთმა; შედარება: ბრიტანეთის რესპირატორულ მედიცინაში პრივილეგირებულ ფიზიოთერაპევტთა ასოციაციის წევრების – კოხრეინის, კელეტისა და თანამკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ NaCl-ის 0.9%-იან ხსნართან შედარებით, NaCl-ის 7%-იანი ჰიპერტონული ხსნარი ნებუსალი ოსმოსური ეფექტებიდან გამომდინარე პერსისტული ლორწოს მქონე პაციენტთა ქვედა სასუნთქ გზებში ზრდის სეკრეციის მობილიზებას, მნიშვნელოვნად ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აუმჯობესებს ამოხველებას, ნახველის წონა მნიშვნელოვნად მაღალია (P = 0.002).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი