რა დროს გამოიყენება ნედოკრომილი?

ნედოკრომილის გამოყენების ჩვენებებია: ბრონქული ასთმის პრევენციული ანთების საწინააღმდეგო თერაპია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბრონქოდილატატორებით მკურნალობა (ჩვენებების მიხედვით ან რეგულარულად) არ იძლევა დაავადების ადექვატური კონტროლის საშუალებას. სასუნთქი გზების შექცევადი შევიწროვებით გამოწვეული ბრონქული ასთმის და სხვა მდგომარეობების სიმპტომატური მკურნალობა, მაგ. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი. პრეპარატს იყენებენ, როგორც თანმხლებ საშუალებას ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის დროს ბრონქული ასთმით და სტეროიდდამოკიდებული ფორმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი