რა დროს გამოიყენება ნორვასკი?

ნორვასკის გამოყენების ჩვენებებია: ▪ პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც პირველი რიგის საშუალება და პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ▪ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ რომელიმე ჰიპოტენზიური პრეპარატების მიმართ, სასურველი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს ნორვასკის კომბინირებით თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ალფა-ადრებლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან. ▪ ნორვასკი ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის საშუალება გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ, ასევე ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდიის სამკურნალოდ. ▪ ნორვასკი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლინიკური სურათი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ ვაზოსპაზმის/ვაზოკონსტრიქციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის. ▪ ნორვასკი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტერულნი არიან ნიტრატების და/ან ბეტა-ადრენობლოკატორების ადეკვატური დოზებით მკურნალობის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი