რა დროს გამოიყენება ორამინ-F?

ორამინ-F-ის გამოყენების ჩვენებებია: ორამინ -F ინიშნება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შემდეგი მდგომარეობების დროს: – ჰიპო – და ავიტამინოზი მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან; – გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა; – გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ; – სხვადასხვა წარმოშობის ანემიები; – ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში; – სტრესის შედეგების პროფილაქტიკა; – კლიმაქტერული პერიოდი ქალებში; – იმპოტენცია მამაკაცებში; – სექსუალური ასთენია და უნაყოფობა; – სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება; – მკაცრ დიეტაზე მყოფი პირებისთვის; – დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს; – თმის ცვენის და მტვრევადობის დროს; – ოფთალმოქსეროზის და “ღამის სიბრმავის” დროს; – რაქიტის დროს ძვლოვანი ქსოვილის და კბილების არასრული განვითარებისას; – ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს; – ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი