რა დროს გამოიყენება როტაცეფი?

როტაცეფის გამოყენების ჩვენებებია: როტაცეფი ეფექტურია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით გამოწვეული ყველა ინფექციის მიმართ, მათ შორის ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (რომელთა შორის არის: პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა); მუცლის ღრუს ორგანოების (მათ შორის: ქოლანგიტი, შარდის ბუშტის ემპიემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი); ძვლებისა და სახსრების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი); სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მათ შორის გონორეა); ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები; მენინგიალური გარსების ანთება, სეფსისი. ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი