რა დროს გამოიყენება სისტეინი?

სისტეინის გამოყენების ჩვენებებია: სისტეინი, თვალის წვეთები – ლუბრიკანტი ატენიანებს თვალს, უზრუნველყოფს მის კომფორტს და იცავს თვალს სიმშრალისაგან, წვისა და უცხო შეგრძნებისაგან, აგრეთვე გაღიზიანებისაგან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს გარემოს ისეთი დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა: ბოლი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, გამაცხელებელი საშუალებები (რადიატორი, საუნა). აგრეთვე კოსმეტიკური ნივთიერებების ზემოქმედება, თვალის გახშირებული ხამხამი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისას. სისტეინს აქვს უნიკალური თვისება თვალში ჩაწვეთების შემდეგ გარდაიქმნას სითხიდან გელად. სისტენი არ იწვევს მხედველობის დაბინდვას და უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ კომფორტს ჩაწვეთების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი