რა დროს გამოიყენება ტევაგრასტიმი?

ტევაგრასტიმის გამოყენების ჩვენებებია: ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება და ფიბრილური ნეიტროპენიის შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ავთვისებიანი სიმსივნის გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაური სინდრომის გარდა). ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება, პაციენტებში რომელბიც იტარებენ მიელოაბლატურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით, პროლონგირებული რთული ნეიტროპენიის მაღალი რისკით. პაციენტებში პერიფერიული სისხლის ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაცია. ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რაოდენობის გაზრდის მიზნით და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შემცირების მიზნით ბავშვებში და უფროსებში ქორნიკული თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათიური ნეიტროპენიით (ნეიტროფილური გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 0.5 X109/ლ) და რთული ან რეციდივული ინფექციებით ანამნეზში. ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება ხანგრძლივი ნეიტროპენიისას (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა არაუმეტეს 1.0 X109/ლ) პაციენტებში აივ-ინფექციის შებრუნებული სტადიით სხვა ნეიტროპენიის საკონტროლო საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში. სისხლის პერიფერიული ღეძისმიერი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი