რა დროს გამოიყენება უნიკლოფენი 0,1%?

უნიკლოფენი 0,1% გამოყენების ჩვენებებია: უნიკლოფენი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თვალისათვის. ის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს. უნიკლოფენი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს. უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არა-ინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეულ უმნიშვნელო ტრამვების სამკურნალოდ. ფოტოფობიისა და UV რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების სამკურნალოდ. უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წანა საოპერაციო მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის Aშევიწროვების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად. უნიკლოფენი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი