რა დროს გამოიყენება ფემარა ?

ფემარა  გამოყენების ჩვენებებია: სარძევე ჯირკვლის ჰორმონდადებითი კიბოს ადიუვანტური თერაპია ადრეულ სტადიებზე ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში; სარძევე ჯირკვლის გაფართოებული ადიუვანტური თერაპია ადრეულ სტადიებზე ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომლებსაც ჩაუტარდათ სტანდარტული ადიუვენტური თერაპია ტამოქსიფენით; როგორც თერაპიის პირველი რიგის პრეპარატი სარძევე ჯირკვლის გავრცელებული ფორმის კიბოთი დაავადებული ქალებისათვის პოსტმენოპაუზის პერიოდში; სარძევე ჯირკვლის კიბოს გავრცელებული ფორმის მკურნალობა პოსტმენოპაუზიან (ბუნებრივი ან ხელოვნურად გამოწვეული) ქალებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ანტიესტროგენური თერაპია; სარძევე ჯირკვლის კიბოს ლოკალიზებული ფორმის ნეოადიუვანტური თერაპია, ესტროგენებისადმი დადებითი რეცეპტორებით პოსტმენოპაუზიან ქალებში, ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციის შემდგომი ჩატარებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი ოპერაცია თავდაპირველად არ იყო ნაჩვენები. ოპერაციის ჩატარების შემდეგ საკითხი ფემარას შემდგომი დანიშვნის შესახებ წყდება მკურნალობის საყოველთაოდ მიღებული სქემების გათვალისწინებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი