რა დროს გამოიყენება ფინლეპსინი?

ფინლეპსინის გამოყენების ჩვენებებია: – ეპილეფსია: პარციალური შეტევა ელემენტარული სიმპტომატიკით (ფოკალური შეტევა), პარციალური შეტევა რთული სიმპტომატიკით, ფსიქომოტორული შეტევა, ძირითადად ფოკალური გენეზის დიდი ეპილეფსიური შეტევები (დიდი ეპილეფსიური შეტევები ძილის დროს, დიფუზური ეპილეფსიური შეტევები), ეპილეფსიის შერეული ფორმები – სამწვერა ნერვის ნევრალგია – იდიოპათური გლოსოფარინგული ნევრალგია – შაქრიანი დიაბეტისას პერიფერიული ნერვების დაზიანებით გამოწვეული ტკივილი – დიაბეტური ნეიროპათიისას განვითარებული ტკივილი – ეპილეფსიური შეტევები გაფანტული სკლეროზის დროს – სახის კუნთების სპაზმები სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ტონური შეტევები, მეტყველების და მოძრაობის შეტევითი სახის დარღვევა (პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია), პაროქსიზმული პარესთეზია და ტკივილის შეტევები – ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (შფოთვა, კრუნჩხვა, ჰიპერაგზნებადობა, ძილის დარღვევა); – ფსიქიური აშლილობა (აფექტური და შიზოაფექტური დარღვევები, ფსიქოზი, ლიმბური სისტემის ფუნქციის დარღვევა)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი