რა დროს გამოიყენება ქსილოიალი?

ქსილოიალის გამოყენების ჩვენებებია: ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი დაფუძნებული TSP –ზე. ასევე შეიცავს მაღალ მოლეკულურიწონის მქონე ჰიალურონის მჟავას, რომელიც მიიღება ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ჰიალურონის მჟავას აქვს მუკომიმეტური თვისება – პოხავს თვალის ზედაპირს. არის ბლანტი მოლეკულა და ატენინაბეს თვალს. TSP მცენარის(Tamarindus Indica) თესლისაგან წარმოებული ბუნებრივი პოლისაქარიდია. TSP თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს რაც ხელს უწყობს საცრემლე აპკის სითხისა და ელექტროლიტების ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას. TSP-სა და ჰიალურონის მჟავას კომბინაცია სრულფასოვნად აღადგენს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირს, ხსნის უცხო სხეულის შეგრძნებას, თვალის სიმშრალეს, წვას, გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე.ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი და კონტაქტური ლინზების ტარება. რა არის ეს? ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი.ატენიანებს და პოხავს თვალს. ქსილოიალი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს,რომელთაც აქვთ აღმდგენი და დამცავი ფუნქციები: ჰიალურონის მჟვას აქვს მუკომიმეტური თვისება და პოხავს თვალის ზედაპირს, TSP-კი აღადგენს და ინარჩუნებს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსს თვალის ზედაპირზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი