რა დროს გამოიყენება ხილაკ ფორტე?

ხილაკ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ); საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეფსია; დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა; გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო – და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა); ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები; კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა); სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი