Category Archives: სხვა

იცით რელიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელიუმის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, დაღლილობა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა. უფრო იშვიათია: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ყაბზობა), მხედველობის დარღვევა, გაურკვეველი მეტყველება, არტერიული წნევის დაქვეითება, დეპრესია, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, შარდვის პროცესის დარღვევა, ნეიტროპენია, კანის საფარველის სიყვითლე (ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული კონტროლი), პარადოქსული რეაქციები (ფსიქომოტორული აღგზნება, უძილობა, შიში). პარადოქსული რეაქციის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

2-3 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე პრეპარატის სისტემურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო უეცარი მოხსნისას – აბსტინენციის სინდრომი. აუცილებელია ექიმისთვის ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის შესახებ შეტყობინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაროქსეტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაროქსეტინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ძილიანობა, ტრემორი, ასთენია, უძილობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში – ყაბზობა. სხვადასხვა: იშვიათად – მომატებული ოფლიანობა, ეაკულაციის დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიპრონატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიპრონატის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები. ცნს-ს მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად დისპეფსიური მოვლენები.  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, გაწითლება, გამონაყარი, შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვეზიკარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვეზიკარის გვერდითი მოვლენებია: ვეზიკარმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგულ მოქმდებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, უმეტესწილად სუსტი ან ზომიერი გამოხატულების. ამ არასასურველი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე. ვეზიკარის ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი ეფექტი არის პირის სიმშრალე. ეს შეიმჩნევა პაციენტების 11%-ში, რომლებიც იღებენ 5მგ დოზას დღეში, პაციენტების 22%-ში, რომლებიც იღებენ 10მგ-ს დღეში და 4%-ში, რომლებიც იღებენ პალაცებოს. პირის სიმშრალის გამოხატულება ჩვეულებრივ იყო სუსუტი და მხოლოდ იშვიათ შემთხვევბში საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. მთლიანობაში დაქვემედებარება (თავსებადობა) იყო ძალიან მაღალი. ცხრილში მოცემულია დანარჩენი გვერდითი ეფექტები რომლებიც დარეგისტრირდა ვეზიკარის კლინიკური გამოკვლევისას: ჩასასმელია ცხრილი  ალერგიული რეაქციები კლინიკური კველვების დროს არ აღნიშნულა. თუმცა ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეპოეტინ ალფას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეპოეტინ ალფას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გამოყენებისას არა ჩვენების მიხედვით, ან რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია სივრცესა და დროში, გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები, თრომბოციტოზი, თრომბოზული გართულებების განვითარების რისკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვოლტარენი რაპიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვოლტარენი რაპიდის გვერდითი მოვლენებია:  ხანდახან: კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თაბრუსხვევა, გამონაყარი. იშვიათად: კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობა. სამომავლო შედეგი: პანკრეატიტი, ნაწლავებში დიაფრაგმის მაგვარი სტრუქტურების წარმოქმნა, ასეპტიური მენინგიტი, პნევმონია, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი. ლაიელის სინდრომი, ერითროდერმია, პურპურა, სისხლწარმოქმნის დარღვევა, ცვლილებები გულსისხძარღვთა სისტემის მხრივ, მგრძნობელობისა და მხედველობის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიფოსფოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიფოსფოცინის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), თავის ტკივილი, თავბრუ, სიმხურვალის შეგრძნება, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაციები, უძილობა, აგზნება, მადის დაქვეითება.

ზოგჯერ ციტიქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს პარასიმფათიკური სისტემის სტიმულირება და არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიტაკომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტაკომის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლოა ალერგიული რეაქციების გამოვლინება ქავილისა და გამონაყარის სახით, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – გულისრევა, ღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრესტარიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრესტარიუმის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარატმა, პრესტარიუმმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , მაგრამ არა ყველა პაციენტში.  შეწყვიტეთ ამ სამედიცინო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ თქვენ აგეღნიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული: • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიოშეშუპერბა) (იხ. განყოფილება 2,,იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში”) (არაგავრცელებული, ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),  • ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (გავრცელებული – ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), • უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის შეტევა (ძალიან იშვიათი – ვიტარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),  • სისუსტე ხელებში ან ფეხებში, პრობლემები მეტყეველების დროს, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), • უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულმკერის არეში, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა (ბრონქოსპაზმი) (არაგავრცელებული – ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში სერიოზული ტკივილი, რომელსაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) • კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), • კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე და ფეხებზე წითელი ქავანა ლაქების გაჩენით (მულტიფორმული ერითემა) (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში).  თუ თქვენ აღნიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს მიმამრთეთ თქვენს ექიმს: გავრცელებული (ვითარდება 10 პაციენტიდან 1 ნაკლებში): – თავის ტკივილი, – თავბრუსხვევა, – ვერტიგო,  – კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება,  – მხედველობის დარღვევა,  – ტინიტუსი (შუილი ყურებში),  – ხველა – ქოშინი (დისპნოე), – დარღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), – ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), – კუნთების კრამპები, – სისუსტის შეგრძნება.  არაგავრცელებული (ვითარდება 100 პაციენტიდან 1 ნაკლებში): – ცვალებადი განწყობა, – ძილის დარღვევა, – პირის სიმშრალე, – ძლიერი ქავილი ან კანის უხვი გამონაყარი, – კანზე კეროვანი ბუშტუკების გაჩენა, – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, – იმპოტენცია – ოფლიანობა, – ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედები) შემცველობის მომატება, – ძილიანობა, – გონების დაკარგვა, – გულისცემის გახშირება, – ტაქიკარდია, – ვასკულიტი (სისხლძარვების ანთება), – სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (მზეზე კანის მომატებული მგრძნობელობა) – ართრალგია (ტკივილი სახსრებში), – მიალგია (ტკივილი კუნთებში), – ტკივილი გულმკერდში, – დისკომფორტის შეგრძნება, – პერიფერიული შეშუპება, – ტემპერატურა, – დაცემა, – ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელის მცირდება თერაპიის შეწყვეტისას, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში დიაბეტით, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული დონე.   იშვიათი (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): – ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე.   ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): – ცნობიერების აღრევა, – ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), – რინიტი (გაგუდული ცხვირი ან ცხვირიდან გამონადენი), –  თირკმლის მწვავე უკმარისობა, – სისხლის შემადგენლობის დარღვევა, ისეთი, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.    გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინება თუ თქვენ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენები: , მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ისეთი გვერდითი მოვლენები: ს განვითარებას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას.   

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლერონის გვერდითი მოვლენებია: ფუროსემიდი: წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემია და ჰიპონატრიემია, რომელიც ვლინდება ზოგადი სისუსტით, წვივის კუნთების კრუნჩხვით. დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), ანორექსია, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერურიკემია (პოდაგრის შესაძლო გამწვავების რისკის მქონე პაციენტებში), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაძლიერება, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის, ასევე შარდოვანასა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება სისხლის პლაზმაში.  ნერვული სისტემის მხრივ: ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება. ამილორიდი: წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ლერონის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ჰიპერკალიემიას, რაც ვლინდება კუნთების სისუსტითა და გულის რიტმის მოშლით. ენდოკრინული და სასქესო სისტემის მხრივ: ქალებში _ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰირსუტიზმი. მამაკაცებში _ პოტენციის დარღვევები, გინეკომასტია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, პარესთეზია, ტრემორი, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ატაქსია, ლიბიდოს დაქვეითება. სხვა: აგრანულოციტოზი, გამონაყარი კანზე, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები