იცით ადელფანი-ეზიდრექსი R – ს რა უკუჩვენებები აქვს?

ადელფანი-ეზიდრექსი R-ის უკუჩვენებებია: დეპრესია (ამჟამად ან ანამნეზში); პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, წყლულოვანი კოლიტი, ფეოქრომოციტომა, თანადროული ან არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული მკურნალობა მაო-ინჰიბიტორებით; სისტემური წითელი მგლურა (იდიოპათიური); მკვეთრი ტაქიკარდია და გულის უკმარისობა სისტოლური მოცულობის შემცირებით; გულის უკმარისობა მექანიკური შეფერხების (მაგალითად, აორტული ან მიტრალური სტენოზის კონსტრუქციული პერიკარდიტის) ფონზე; იზოლირებული მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა ფილტვის ჰიპერტენზიის (ფილტვური გული) შედეგად; ანურია, მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი – 30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ღვიძლის უკმარისობა, რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია კლინიკური გამოვლინებით; ორსულობა და ლაქტაცია; მომატებული მგრძნობიარობა რეზერპინისა და მსგავსი ნივთიერებების, დიჰიდრალაზინის ან სხვა ჰიდრაზინოფტალაზინების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან სხვა სულფონამიდური წარმოებულების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter