იცით ამლოკარდი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოკარდი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ თერაპიულ დოზებში (10 მგ/დღეში) ამლოდიპინი ხასიათდება კარგი ამტანობით. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. გვერდითი მოვლენების მიზეზით პრეპარატის მიღება შეწყვიტა პაციენტების 1,5%-მა, ხოლო შედეგი არ განსხვავდებოდა პლაცებოსაგან. გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირია თავის ტკივილი და შეშუპება.  დოზადამოკიდებული გვერდითი მოვლენებია: შეშუპება, თავბრუსხვევა, სახის სიწითლე, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება). პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები (მათი დამოკიდებულება პრეპარატის დოზაზე დადგენილი არ არის): თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძილიანობა. შეშუპება, სახის ჰიპერემია, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), ძილიანობა უმეტესად აღენიშნებათ ქალებს. პაციენტთა 0,1%-ზე მეტსა და 1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები (პრეპარატის მიღებასთან კავშირი დადგენილი არ არის): არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ციმციმის ჩათვლით), ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია, პერიფერიული იშემია, გონების დაბინდვა, ტაქიკარდია, პოსტურალური თავბრუსხვევა და ჰიპოტენზია, ვასკულიტი, ჰიპოსთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, ყლაპვის გაძნელება, დიარეა, შებერილობა, პანკრეატიტი, ღებინება, ღრძილების ჰიპერპლაზია, ალერგიული რეაქციები, ასთენია, უეცარი ტემპერატურული რეაქცია, სისუსტე, ტკივილები, სხეულის წონის მომატება, ართრალგია, ართროზი, კუნთების კრუნჩხვები, მიალგია, სქესობრივი დისფუნქცია, უძილობა, გაღიზიანება, დეპრესია, ღამის კოშმარები, შიშის შეგრძნება, ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, მხედველობითი ფუნქციის დარღვევა, კონიუქტივიტი, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, შარდის შეუკავებლობა, ნიქტურია, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, ჰიპერგლიკემია, დეჰიდრატაცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. პაციენტთა 0,1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, ექსტრასისტოლები, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, ალოპეცია, დერმატიტი, კუნთების ატროფია, ნერვული ტიკები, კოორდინაციის დარღვევა, ჰიპერტონია, შაკიკი, აპათია, მოუსვენრობა, ამნეზია, გასტრიტი, მომატებული მადა, ფაღარათი, ხველება, რინიტი, დიზურია, პოლიურია, გემოვნებითი და ყნოსვითი შეგრძნებების დარღვევა, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფთალმია. ამლოდიპინით მკურნალობისას ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები არ იცვლება. ცვლილებები არ აღინიშნება აგრეთვე შემდეგ მაჩვენებლებში: კალიუმისა და გლუკოზის დონე სისხლში, საერთო ქოლესტერინი, შარდმჟავა, შარდოვანას აზოტი, კრეატინინი. ამლოდიპინი ფართოდ გამოიყენება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, გულის უკმარისობის, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და დარღვეული ლიპიდური პროფილის არსებობისას. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter