იცით ამლონორს რა უკუჩვენებები აქვს?

ამლონორის უკუჩვენებებია: პრეპარატი ამლონორი არ გამოიყენება ამლოდიპინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვვევაში, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე სამკურნალო საშუალება ამლონორის გამოყენებისას, რადგან სპორადიულად, განსაკუთრებით კორონარული არტერიის მაღალი ხარისხის შევიწროვების მქონე პაციენტებში, კალციუმის ანტაგონისტების გამოყენება ან მათი დოზების მომატებამ შესაძლოა გააუარესოს სტენოკარდიის ან მიოკარდის მწვავე ინფარქტის მიმდინარეობა. ანტიჰიპერტენზული ეფექტის თანდათანობით განვითარების გათვალისწინებით ამლოდიპინის მიღების შემდეგ იშვიათად აღინიშნება ძლიერი ჰიპოტენზია. მიუხედავად ამისა, უნდა დაიცვათ სიფრთხილე, განსაკუთრებით აორტის მაღალის ხარისხის სტენოზის მქონე პაციენტებში (ნაკადი მარცხენა პარკუჭიდან), ხანდაზმულებში, პაციენტებში ღვიძლის დაავადებით და პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა წნევის დამწევ სამკურნალო პრეპარატებს. თუ ამლოდიპინის მიღების დროს აღინიშნება ქვედა კიდურების შეშუპება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ამლოდიპინი შესაძლებელია უსაფრთხოდ დაინიშნოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში, სისხლის მიმოქცევის კომპენსირებული უკმარისობის (თერაპიულ დოზებში) მქონე პაციენტებში, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით და ლიპიდური ცვლის დარღვევით. არ შეიძლება ამლოდიპინის გამოყენება კარდიოგენური შოკისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი აორტალური სტენოზისას, არასტაბილური სტენოკარდიისას (პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა).  პრეპარატის მოხსნის წინ რეკომენდირებულია ამლოდიპინის დოზის თანდათან შემცირება. სტენოკარდიის შეტევის განვითარებისას ამლოდიპინის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ენის ქვეშ ნიტროგლიცერინი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოთაღნიშნული სიტუაცია აღინიშნებოდა წარსულშიც.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter