იცით ასაფენს რა უკუჩვენებები აქვს?

ასაფენის უკუჩვენებებია:: * სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰემორაგიული დიათეზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პოდაგრა, ბრონქიალური ასთმა; * შესაძლო სისხლდენით მიმდინარე ქირურგიული ჩარევა. განსაკუთრებული მითითება: მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მოხმარებისგან თავშეკავება. ულცეროგენული მოქმედებისგან დასაცავად საჭიროა ტაბლეტის საგულდაგულოდ დაღეჭვა და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება. ურთიერთქმედება: აცეტილსალიცილის მჟავის გავლენით ძლიერდება ანტიკოაგულანტების, შაქრის დამწევი პრეპარატების (სულფანილშარდოვანას წარმოებულების) მოქმედება, მატულობს კუჭიდან სისხლდენის რისკი ერთდროულად კორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, მატულობს მეტოტრექსატის არასასურველი გვერდითი მოქმედება. რამდენადმე მცირდება ფუროსემიდის, ურიკოზურიული საშუალებების, ვეროშპირონის მოქმედება. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter