იცით დექსალგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსალგინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება. როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, დექსალგინსაც® აქვს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.  ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოქმედებები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ცხრილში მითითებულია სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი ხშირად განვითარებული გვერდითი მოქმედება: გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).  ზოგჯერ განვითარებული გვერდითი მოქმედება: ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვოზულობა, თავის ტკივილები, გულისცემის გახშირება, წამოხურება, დარღვევები კუჭის მხრივ, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობა, ტკივილი, ციების შეგრძნება და კანკალი, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა).   იშვიათად განვითარებული გვერდითი მოქმედება: წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით, გულყრა, მომატებული არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად კოჭის არის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უცხო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლდენა, ტკივილი ზურგის არეში, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის სინჯების გადახრა (სისხლის ანალიზში), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.  ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი მოქმედება: ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკამდე), კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე მოუშუშებელი ჭრილობები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი), პირის ან ტუჩების და ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება ბრონქული კედლის კუნთების შეკუმშვის შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, არამკვეთრი მხედველობა, შუილი ყურებში, კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, დარღვევები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი სხეულაკების რიცხვის შემცირება (ნეიტროპენია), სისხლის ფირფიტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).  დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ უკვე გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.  კანზე გამონაყარის გამოვლენის, ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების (მაგალითად, პირის ღრუში) ან ალერგიის ნიშნების შემთხვევაში პრეპარატ დექსალგინის® მიღება უნდა შეწყდეს.  არსებული მონაცემებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია შეშუპების განვითარება (განსაკუთრებით, ფეხებზე) ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.  ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პრეპარატი დექსალგინი®, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკი.  პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან იმუნური სისტემის დარღვევებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც იწვევს ცვლილებებს შემაერთებელ ქსოვილში), ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა იშვითად, ციება, თავის ტკივილი და კისრის გაკავების შეგრძნება.   გვერდითი მოვლენები: ს გაუარესებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter