იცით დექსტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსტის გვერდითი მოვლენებია:   დექსტის ხანმოკლე მიღებისას გვერდითი მოვლენები  ჩვეულებრივ არ აღინიშნება. სისტემური და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება ხანგრძლივი  თერაპიის, დოზების და ინექციების სიხშირის გაზრდის დროს.  შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: ენდოკრინული სისტემის მხრივ: იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი  ან  ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, სექსუალური განვითარების შეფერხება ბავშვებში; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის სტეროიდული წყლული, შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, წყლულოვანი ეზოფაგიტი, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, სლოკინი, მადის მომატება ან დაქვეითება; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის  შეგუბებითი სინდრომით (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის სიმპტომები _ უფრო ხშირად ბავშვებში, დოზის სწრაფი შემცირებისას), კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარანოია, ეიფორია;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობის განვითარება, ჰიპოკალემიისთვის დამახასიათებელი ეკგ-ცვლილებები, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერკოაგულაცია, თრომბოზი. ავადმყოფებს მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმის  ინფარქტით აღენიშნებათ  ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაგლეჯა;  ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: ზრდის და გაძვალების  პროცესების შენელება ბავშვებში (ნაადრევი დახურვა ეპიფიზარული ზრდის ზონების), ოსტეოპოროზი (იშვიათად – ძვლების სპონტანური მოტეხილობები,  ბარძაყის და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი), მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია; მხედველობის სისტემის მხრივ: მხედველობის უეცარი დაკარგვა (თავის, კისრის, ცხვირის ნიჟარების არეში პრეპარატის პარენტერულად შეყვანისას, შესაძლებელია კრისტალების დალექვა თვალის  სისხლძარღვებში), გლაუკომა, კატარაქტა, თვალის მეორადი ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების განვითარება, რქოვანას ტროფიკული ცვლილებები, ეგზოფთალმი;  წყალ-ელექტროლიტული ბალანსის მხრივ: ნატრიუმის და სითხის შეკავება ორგანიზმში, ჰიპოკალემია, ჰიპოკალემიური ალკალოზი, ჰიპოკალცემია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის შედეგად), სხეულის მასის მომატება, მომატებული ოფლიანობა; ღვიძლის მხრივ: იშვიათად _ ღვიძლის ფერმენტების მომატება; კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შენელება, პეტექიები, ექხიმოზები, ჰიპო – და ჰიპერპიგმენტაცია, სტეროიდული აკნე, სტრიები, მიდრეკილება პიოდერმიების და კანდიდოზების განვითარებისკენ;  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი; სხვა: ინფექციების განვითარება და გამწვავება (განსაკუთრებით იმუნოდეპრესანტების, ვაქცინაციის და ანტიბიოტიკების ფონზე), მოხსნის სინდრომი, ლეიკოციტურია; ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, დაბუჟება, ტკივილი, ინექციის ადგილას ჰიპერემია, იშვიათად ხანგრძლივი გამოყენებისას (კუნთში შეყვანისას) შესაძლებელია განვითარდეს სტრიები, კანის და კანქვეშა უჯრედისის ატროფია; სახსარშიდა შეყვანისას: ტკივილის გაძლიერება სახსარში.   პრეპარატის ვენაში მაღალი დოზით სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს გენერალიზებული ანაფილაქსია _ სახის კანის ჰიპერემია, არარეგულარული პულსი, გამოხატული ტაქიკარდია, კრუნჩხვები.   იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter