იცით დიკლარენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლარენის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად, დიკლარენსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში. დიკლარენი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, სიწითლე, ერითემა, ლოკალური ან სისტემური გამონაყარი კანზე, მაგალითად როგორიცაა: კონტაქტური დერმატიტი (გამონაყარი, შეშუპება ან ბუშტუკოვანი გამონაყარი), ბულოზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათად). ცნობილია ფოტოსენსიბილიზაციის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ფართო უბანზე ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სისტემური გვერდითი მოვლენები: , როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ტკივილი ეპიგასტრიუმში. გვერდითი ეფექტების დამძიმების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ანოტაციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter