იცით დიკლონატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლონატი® პ-ის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: – ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) აასს-გასტროპათია (გასტრალგია და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, კუჭის სისავსის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, დიარეა, აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი); კუჭ_ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის საყლაპავის, კუჭის დაზიანებები, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლაის ტრაქტის მრავლობითი დაზიანებები); ნაწლავის პერფორაცია (ინტენსიური მჭრელი ტკივილი, წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, სისხლიანი განავალი, მელენა, ჰემატემეზისი); კუჭ_ნაწლავის ტრაქტის სისხლდენები (ჰემატემეზისი, მელენა); არასპეციფიური კოლიტი, რასაც თან ახლავს სისხლდენა, პირის სიმშრალე, ფაღარათი, პანკრეატიტი, ტოქსიური ჰეპატიტი) – არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – ღებინება, კოლიტი ან მისი გამწვავება, მადის დაქვეითება ან ანორექსია, სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მტკივნეულობა, სპაზმები, აფთოზური სტომატიტი (ეროზიები, წყლულები, პირის ღრუს ლორწოვანზე თეთრი ნადების განვითარება) ნერვული სისტემის მხრივ: – ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა – არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – კრუნჩხვა, ასეპტიური მენინგიტი, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, ფსიქიკური რეაქციები, პერიფერიული პოლინეიროპათია (ჰიპოსთეზია, ტრემორი, ხელის და ფეხის კუნთების ტკივილი ან სისუსტე), ძილიანობა, გაღიზიანება და ნევროზი, შიში, უძილობა, დაღლილობა. გრძნობის ორგანოების მხრივ: – ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – ტოქსიკური ამბლიოპია, მხედველობის დაქვეითება, დიპლოპია, სკოტომა, სმენის დაქვეითება და სმენის სხვა დარღვევები, ყურებში შუილი. კანის მხრივ: – ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – კანის ქავილი, კანის გამონაყარი (ძირითადად ერითემატოზური სახის და ურტიკარია), კანის ჰიპერემია. – არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაილის სინდრომი), ფოტოდერმატიტი (მზით გამოწვეული დამწვრობა, კანის გამონაყარი, პიგმენტაციის დარღვევები). – იშვიათად (< 0,001% შემთხვევები) – ინტრამუსკულარული ინექციის ადგილას შესაძლებელია განვითარდეს წვის შეგრძნება, ინფილტრატი, ასეპტიური ნეკროლიზი, ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი. ცალკეულ შემთხვევებში ინექციის ადგილას შესაძლოა განვითარდეს ნეკროზი.  შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: – ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – სითხის შეკავება – არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – უცნობი გენეზის განმეორებითი ვაგინალური ტკივილი, დისმენორეა, ჰემატურია, ცისტიტი, პოლაკიურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია ან ანურია, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან გაუარესება, პერიფერიული შეშუპება. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: – არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, შინაგანი სისხლდენის შედეგად განვითარებული ანემია, ექკიმოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია პურპურასთან ერთად ან მის გარეშე. სასუნთქი სისტემის მხრივ: – არა ხშირად (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – ქოშინი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: – ხშირად (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად) – არტერიული წნევის მომატება. – არა ხშირად(1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად) – არითმია, კარდიალგია და კოლაფსი. – იშვიათად (< 0,001% შემთხვევები) – ტკივილი მკერდის არეში, გულის შეგუბებითი უკმარისობის გაუარესება. ენდოკრინული დარღვევები: – იშვიათად (< 0,001% შემთხვევები) – სხეულის მასის დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: – იშვიათად (< 0,001% შემთხვევები) – ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ფოკალური ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ქოშინი, კვინკეს შეშუპების განვითარება ქუთუთოების, პარიორბიტალური ქსოვილების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის მიდამოებში, ტკივილი მკერდის უკან, ხმის ჩახლეჩა, ანაფილაქსიური შოკი (ჩვეულებრივ ვითარდება ელვისებურად), ბრონქოსპასტიური ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter