იცით ენაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენაპ HL-ის გვერდითი მოვლენებია: მცირედაა გამოხატული და გარდამავალი ხასიათი აქვთ და შესაბამისად არ მოითხოვენ პრეპარატის მოხსნას. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება, გულისრევა, კუნთოვანი კრუნჩხვები, იშვიათად არტერიული ჰიპეტენზია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, მშრალი ხველა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, შარდოვანის, კრეატინინის ან ტრანსამინაზების  შემცველობის მომატება შრატში. უკუჩვენებები: *პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება პრეპარატის, მისი კომპონენტების, სულფანილშარდოვანას მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. *ანგიონევროზული შეშუპებისას ანამნეზში; * თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი <0.5 მლ/წმ ამ კრეატინინის მაჩვენებლების კონცენტრაცია პლაზმაში >265 მმლო/ლ (3 მგ/100 მლ), თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმისას, პორფირიისას, ორსულობის და ლაქტაციისას, ბავშვთა ასაკში. განსაკუთრებული მითითებები: აუცილებელია სიფრთხილე: *თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წმ) უნდა მოვერიდოთ ენაპ-HL დანიშვნას თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზის შემთხვევაში ერთი თირკმლის შენახული ფუნქციის დროს. ამიტომ ვაზორენალურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ან მოცემული დაავადების ფარული ფორმის დროს მკურნალობა უნდა გააკონტროლოს გამოცდილმა სპეციალისტმა. *ალოპურინოლის მიღებისას (ან ალოპურინოლთან კომბინაციისას), ციტოსტატიკების, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებისას აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან არსებობს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის განვითარების რისკი. *აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ყველა იმ  შემთხვევაში, როდესაც ტარდება ანტიდიაბეტური მკურნალობა. ენალაპრილმა შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება. შესაბამისად შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია და გლუკოზის ხშირი კონტროლი. *გამოხატული გულის უკმარისობის დროს და ჰიპონატრიემიის გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ან დისფუნქციის დროს, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის ფონზე, რომლის მიზეზია დიურეტიკების გამოყენება, უმარილო დიეტა, დიარეა, ღებინება ან ჰემოდიალიზია, შეიძლება ერთი ტაბლეტი ენაპ-HL გამოყენებისას განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია. *არტერიული ჰიპოტენზიის აღმოჩენების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა, ფეხები აწიოს ზევით და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ხდება პლაზმის მოცულობის კორექცია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. *ანგიონევროზული შეშუპების აღმოჩენების შემთხვევაში კისრის და სახის არეში, ასევე ენის, ხახის და ხორხის არეში, ჩვეულებრივ საკმარისია ენაპ – HL-ის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა. მძიმე შემთხვევაში აუცილებელია ანდრენალინის მიღება და სასუნთქი სისტემის გამტარობის უზრუნველყოფა (ინტუბაცია ან ლარინგოტომია). *განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აორტის სტენოზისას ან სუბაორტალური  კუნთოვანი სტენოზის შემთხვევაში და გენერალიზებული ათეროსკლეროზისას. ენაპ – HL-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატოტომიისას. *ანაფილაქსიური ეფექტის მომატებული რისკის  გამო ენაპ-HL დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ჰემოდიალილზე მყოფ პაციენტებში, როდესაც ჰემოდიალიზი ხორციელდება პოლიაკრილონიტრული მემბრანებით, უშუალოდ კრაზანის ან ფუტკრის შხამის დესენსიბილიზაციის წინ. *განსაკუთრებული სიფრთხილეა აგრეთვე საჭირო სულფონილამიდებთან და სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენებისას. *მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიოდულად სისხლში ელექტროლიტების, შარდოვანას, კრეატინინის და ღვიძლის ტრანსამინაზების და შარდში ცილის რაოდენობის კონტროლი. *პარათირეოიდული ჯირკვლების  ფუნქციის გამოკვლევამდე პრეპარატით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანია არტერიული ჰიპოტენზია. არტერიული ჰიპოტენზიისას, რომელიც განპირობებულია პრეპარატის ზედმეტი დოზით, ჩვეულებრივ საკმარისია ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება ფეხების ზემოთ აწევით, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევაში აუცილებელი ხდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინფუზია. ჭარბი დოზირების შედარებით ხშირი სიმპტომებია: დიურეზის გახშირება, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა სახის მოშლით, კრუნჩხვებით, პარეზით, პარალიზური ილეუსით, ცნობიერების მოშლით (ასევე კომა), თირკმლის უკმარისობით, ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითებით, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით. ტაბლეტების დიდი რაოდენობით პერორალური მიღების შემდეგ რეკომენდირებულია: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და საფაღარათო საშუალების მიღება. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის, სუნთქვის ფუნქციის, შარდოვანას კონცენტრაციის, კრეატინინის და ელექტროლიტების რაოდენობის და ასევე დიურეზის მონიტორინგი. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებისას აუცილებელია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა. შესაძლებელია ჰემოდილიაზის ჩატარებაც. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: – აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მიუხედავად იმისა, ექიმის მიერაა ისინი დანიშნული თუ არა. საკვების მიღება არ მოქმედებს ენაპ – HL შეწოვაზე. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოტიაზინის და ალკოჰოლის ერთდროული მიღება აძლიერებს ენაპ – HL ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას. – ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა და ქოლესტერინამინის ან კოლესტიპოლის ერთდროული დანიშვნა ამცირებს ენაპ-HL მოქმედებას. – ლითითუმის პრეპარატების და ენაპ – HL ერთდროული მიღება შეიძლება გართულდეს ლითიუმით ინტოქსიკაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამცირებენ ლითიუმის კლირენსს. – კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირინოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენება ან კალიუმის დამატებითი მიღება შეიძლება დასრულდეს ჰიპერკალემიით. – ალოპურინოლის, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია; ციკლოსპორინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. – სულფონილამიდების ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია). – – აუცილებელია სიფრთხილე გლიკოზიდების პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან მათ ტოქსიკურ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია. – კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. – არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან არაპოლარიზირებული მიორელაქსანტები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter