შეცდომები წამლების მიღების დროს. როგორ იმკურნალოთ და არ დატვირთოთ ორგანიზმი ქიმიით

ადამიანების 95%-ს ერთხელ მაინც მიუღია წამალი, 30% კი იღებს ყოველდღიურად.

რომელია ტიპიური შეცდომები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და რომლებსაც უშვებს თითქმის ყველა პაციენტი?

შეცდომა 1: ტაბლეტის ნახევარი

თავი გტკივათ, მაგრამ არ ძალიან ძლიერად. იმისათვის, რომ არ მოწამლოთ ორგანიზმი, სვამთ მხოლოდ ნახევარ ტაბლეტს – თითქოს, რატომ უნდა დააზიანოთ ორგანიზმი. ასე მიაღწევთ უშუალოდ საწინაარმდეგო ეფექტს. მოქმედი ნივთიერება არ არის საკმარისი ტკივილის ხარისხიანი კუპირებისთვის, ორგანიზმი კი იძულებულია გადაამუშავოს ქიმია.

შეცდომა 2: „დღეგამოშვებით“

წამალი მთავრდება, თანხა კი არ გყოფნით და ხელფასამდე 2-3 დღეა დარჩენილი. და იწყებთ დარჩენილი მედიკამენტის ეკონომიურად მიღებას ანუ დღეგამოშვებით. თუმცა, მედიკამენტების უმრავლესობისათვის, რომლებიც მიიღება მუდმივად, უაღრესად მნიშვნელოვანია სისხლში მოქმედი ნივთიერების სტაბილური თერაპიული კონცენტრაცია. პირველ რიგში ეს ეხება წამლებს, რომლებიც აკონტროლებენ ნორმალურ წნევას და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაღლი წნევის დაქვეითებაზე; ასევე ორალურ კონტრაცეპტივებს და სხვა ჰორმონალურ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს. ორგანიზმის სისხლში წამლის ბალანსის დარღვევა, მით უმეტეს თუ ეს რეგულარულად ხდება, განაპირობებს მედიკამენტის მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას –  ის თითქოს მიმაგრებულია დაბალ დოზას და ამას ემატება გულისმიერი შეტევების და სხვა პრობლემების რისკის გაზრდა.

შეცდომა 3: საბავშვო საშუალება

ფულის დაზოგვის მიზნით არ ყიდულობენ წამალს მაგალითად: გაცივების დროს სიცხის დამწევ საშუალებას და იყენებენ საბავშვო დოზას, რომელიც დარჩა მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ შვილს ან შვილიშვილს. ამისგან ზიანი არც თუ ისე დიდია, მაგრამ ელემენტარულად საჭირო სამკურნალო ეფექტს ვერ მიიღებთ. საბავშვო ნაყენის ორმაგი დოზა სრულებითაც არ არის მოზრდილის ერთჯერადი დოზის ტოლი, სურდოს საწინააღმდეგო საშუალების 4-ჯერ შესხურება სულაც არ უდრის მოზრდილის 2 შესხურებას. მკურნალობა იქნება არასაკმარისად ეფექტური, ზოგჯერ კი უბრალოდ უსარგებლო.

შეცდომა 4: დაზიანებული გარსი

ეკონომიის მიზნით ყიდულობენ ყველაზე დიდ დოზას და შემდეგ იღებენ ნახევარს ან მეოთხედს, ტეხავენ ტაბლეტს ან კაფსულიდან გადმოყრიან ფხვნილს და ყოფენ ნაწილებად.

სინამდვილეში წამლები კაფსულების სახით და გარსიანი ტაბლეტები, რა სახითაც მზადდება დღეისათვის წამლების უმრავლესობა, გაკეთებულია სპეციალურად. გარსებს ამზადებენ სპეციალური მასალისგან, რომელიც იცავს მოქმედ ნივთიერებას კუჭის წვენის ზემოქმედებისგან – მაშინ ის აღწევს „დანიშნულების ადგილამდე“ მთლიანად; ან პირიქით, გარსი იცავს კუჭს მოქმედი კომპონენტის აგრესიული მოქმედებისგან. შენელებული გამოთავისუფლების ფორმები კი, რომლებსაც მეცნიერულად „რეტარდი“ ეწოდება, სპეციალურადაა შექმნილი, რათა წამალი გამოთავისუფლდეს ეტაპობრივად, შეინარჩუნოს მედიკამენტის კონცენტრაცია ორგანიზმში და შექმნას გახანგრძლივებული სამკურნალო მოქმედება.

მაშასადამე, გარსის მთლიანობის დარღვევა – უხეში შეცდომაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნივთიერება ტაბლეტში შეიძლება იყოს არათანაბრად განაწილებული და „თვალის ზომით“ გატეხვა სულაც არ იძლევა დოზის სიზუსტის გარანტიას.

შეცდომა 5: ნაკლები რაოდენობის ტაბლეტის შეძენა

მაგალითად: ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი 10 დღე, კოლოფში კი არის 1 კვირის სამყოფი რაოდენობა. ეკონომიის მიზნით, შეიძლება შეიძინოთ მხოლოდ 1 კოლოფი. პრეპარატის მიღების კურსის თვითნებურად შემცირებით, ორგანიზმს არ აძლევთ ხარისხიანად საბოლოოდ განკურნების საშუალებას, რასაც შემდგომში თან ახლავს პრობლემის ხელახლა წარმოშობა. მკურნალობის კურსის შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, ნახევარი დღითაც კი. ეს არ ეხება მხოლოდ ანტიბიოტიკებს, არამედ ყველა მედიკამენტს, რომელსაც ნიშნავენ კურსის მიხედვით.

შეცდომა 6: კურსის თვითნებური შემცირება

ხველამ გაიარა და ექიმის დანიშნულების მიუხედავად შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღებს 4 დღის შემდეგ, ნაცვლად 7 დღისა; ან ტემპერატურა ანგინის დროს შემცირდა, ყელი აღარ არის წითელი – და წყვეტთ ანტიბიოტიკების მიღებას 5 დღის შემდეგ, ნაცვლად 7დღისა – თითქოს არ არის საჭირო ორგანიზმის ზედმეტად მოწამვლა. ასეთი ქცევა კატეგორიულად დაუშვებელია და ეს ეხება ყველა პრეპარატს. მკურნალობის კურსი უნდა დაიცვათ ზუსტად და მკაცრადმ წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ჯერზე ტაბლეტი უბრალოდ აღარ იმოქმედებს.

 შეცდომა 7: მიღების ფორმის შეცვლა

ინსტრუქციაში მითითებულია – გაწუწნეთ ენის ქვეშ დადებით, მაგრამ გემო მწარეა და თქვენ სვამთ წამალს წყლის მიყოლებით და პირიქით, წუწნით და ღეჭავთ ან წყალში ხსნით წამალს, რომელიც უნდა გადაყლაპოთ. პირველ შემთხვევაში, აქტიური ნივთიერების დოზა შეიძლება აღმოჩნდეს აუცილებელზე მნიშვნელოვნად მცირე; მეორე შემთხვევაში კი პირიქით – დოზა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. ნუ დაკავდებით თვითშემოქმედებით, მიიღეთ დანიშნულების მიხედვით.

შეცდომა 8: მკურნალობა „სხვების მსგავსად“

ოჯახის წევრს ჰქონდა გრიპი, ახლა კი თქვენ ხართ ავად. შეიძლება გადაწყვიტოთ – რაში მჭირდება ექიმი – და დაიწყებთ იმ პრეპარატების მიღებას, რომლებსაც იღებდა ახლობელი. უფრო უარესი: დაიწყებთ იმ მკურნალობას, რომელიც გქონდათ დანიშნული 1 წლის წინ, როდესაც გქონდათ მაგალითად: მაღალი წნევის პრობლემა.

გახსოვდეთ! მკურნალობა უნდა იყოს უაღრესად ინდივიდუალური, დანიშნული უშუალოდ თქვენთვის მოცემულ მომენტში არსებული დაავადების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ ძალიან დააზიანოთ ორგანიზმი. ინსტრუქციაში ფრაზა – „გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით“ – უბრალოდ არ წერია.

აუცილებელია იცოდეთ!

წამლის მიღების რეჟიმის დარღვევა ყოველთვის არ არის უპასუხისმგებლობის შედეგი. ზოგჯერ ის უბრალოდ ხდება იმიტომ, რომ პაციენტი დაიბნა.

მაგალითად: სიროფები, სუსპენზიები და სხვა თხევადი ფორმები. ანოტაციებში დოზები ჩვეულებრივ მითითებულია გრამებში, თავსახურავებს და კოვზებს კი აქვთ ნიშნულები მილილიტრებში, რაც ერთი და იგივე არ არის. როგორ არ აგვერიოს წონის და მოცულობის ზომები? ყურადღებით დააკვირდით შეფუთვას, სადაც ყოველთვის მითითებულია პირველისა და მეორის შეფარდება. მაგ: 1მლ ხსნარი = 2.5მგ მოქმედ ნივთიერებას. ეს ნიშნავს, რომ 1 ჩაის კოვზის ანუ 5მლ-ის დალევით, თქვენ იღებთ    2.5X5 = 12.5მგ ნივთიერებას.

კიდევ ერთი ხშირი შეცდომა: არასწორად გაგებული რეცეპტი. თუ ექიმმა დაწერა ციფრი ½, 1/4, მან იგულისხმა ტაბლეტის ნახევარი ან მეოთხედი; ხოლო თუ მითითებულია რამე მძიმეთი გამოყოფით – 1,5 – ეს არ ნიშნავს ერთნახევარ ტაბლეტს, არამედ ნივთიერების დოზას (მაგ: 1,5მგ ღამით – ერთი ტაბლეტი).

წაიკითხეთ ინსტრუქცია!

შემთხვევათა 90%-ში პაციენტები არ ხსნიან ინსტრუქციას. სულ ტყუილად. მწარმოებლები აქ გაწვდიან  რეალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მაქსიმალური დღიური დოზა

პრეპარატის განსაზღვრულად დაშვებული რაოდენობა 24 სთ-ის განმავლობაში. უნდა გახსოვდეთ: მედიკამენტები შეიცავენ რამოდენიმე მოქმედ ნივთიერებას ერთად; ეს კი ნიშნავს, რომ თუ აპირებთ ერთ დღეში რამოდენიმე წამლის მიღებას, ამას შეიძლება მოყვეს ზედოზირება.

მაგალითად: აცეტილსალიცილის მჟავა არის კარდიოპრეპარატებშიც და სურდოს საწინააღმდეგო კომპლექსებშიც. თუ იღებთ ორივეს, აღნიშნული მჟავას დღიური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 3გ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი გადაიტვირთება.

თერაპიული დოზა

არის პრეპარატის რაოდენობა, რომელიც იძლევა ეფექტს. ის დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და ასევე მის წონაზე. მათთან შესაბამისად დოზა შეიძლება იყოს მინიმალური და მაქსიმალური, თუმცა ერთიც და მეორეც არ არის მავნე ორგანიზმისთვის.

კურსის მიხედვით მიღების დროს იწყებენ მინიმალური დოზით, შემდეგ კი თანდათან აღწევენ მაქსიმალურს.

ტოქსიკური დოზა

ზედოზირება – მოქმედი ნივთიერების რაოდენობა, რომელიც მყისიერად იწყებს ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს. ეს დოზა არ არის სასიკვდილო.

ლეტალური დოზა – რომელიც იწვევს სიკვდილს.

შემანარჩუნებელი დოზა – წამლის მინიმალური რაოდენობა, რომელიც მუდმივი გამოყენების დროს იძლევა ხილულ დადებით ეფექტს.

გადასვლა >> მედიკამენტების მიღების წესები


 

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter