ანტიბიოტიკები და ორალური კონტრაცეპტივები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ანტიბიოტიკები – არის ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდება ერთი ცოცხალი ორგანიზმის მიერ მეორის გასანადგურებლად. პირველი ანტიბიოტიკი გამოყო ალექსანდრე ფლემინგმა 1928 წელს, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია. მას შემდეგ ანტიბიოტიკებმა შეცვალეს კაცობრიობის ცხოვრება. დაიწყეს იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ადრე სასიკვდილოდ ითვლებოდა: პნევმონია, ტუბერკულოზი, მენინგიტი და სხვა ინფექციები. სწორედ ანტიბიოტიკების წყალობით მოხდა მე-20 საუკუნის დემოგრაფიული აფეთქება, როდესაც მოსახლეობა გაიზარდა გეომეტრიული პროგრესიით. ანტიბიოტიკები – მედიცინის ნამდვილი სასწაულია.

ორალური კონტრაცეპტივები – გამოშვების ფორმის მიუხედავად, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედების პრინციპი ერთნაირია: ჰორმონალური ფონის შეცვლა ისე, რომ ოვულაცია (საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა), შესაბამისად კი დაორსულება შეუძლებელია. აქვს კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოქმედება: ისინი ცვლიან საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის კონსისტენციას და ის ხდება შეუღწევადი სპერმატოზოიდებისთვის. გარდა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისა, ჰორმონალური კონტრაცეპტივები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ქალის ორგანიზმზე მთლიანობაში: ამცირებენ მკერდის და საკვერცხეების სიმსივნის რისკს, ეწინააღმდეგებიან მუწუკების გამოვლენას, ამსუბუქებენ ციკლის მიმდიანრეობას და სხვა.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ამ პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ეფექტურობა და რისკავთ დაორსულებას. მიზეზი ორია:

  1. ნაწლავში მიკრობები აუმჯობესებენ ჰორმონების შეწოვას. ე.ი ჰორმონები უფრო ხანგრძლივად რჩებიან ორგანიზმში და მეტი დროით იცავენ არასასურველი ორსულობისგან. ანტიბიოტიკები ანადგურებენ ნაწლავის მიკრობებს, ჰორმონები არ შეიწოვება, ამიტომ მათი უმეტესობა უბრალოდ გამოიდევნება განავალთან ერთად.
  2. ბევრი ანტიბიოტიკი ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტების მუშაობას, ამიტომ ისინი გაძლიერებულად იწყებენ ჰორმონების დაშლას. შედეგად, სისხლში კონტრაცეპტივების კონცენტრაცია ქვეითდება, მასთან ერთად კი ორსულობის თავიდან აცილების უნარის ეფექტურობაც.

როგორ მოვიქცეთ

თუ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები და კონტრაცეპტივები ერთად, გამოიყენეთ პრეზერვატივი.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა