ავეკორი / AVECOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ავეკორი – ორსულობა ლაქტაცია avekori 5-ავერსისა და avekori 10-ავერსის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ორსულობის ბოლო პერიოდში პრეპარატის მიღებამ შეიძლება ნაყოფში/ახალშობილში გამოიწვიოს ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა და ჰიპოგლიკემია, ამიტომ მკურნალობა უნდა შეწყდეს მშობიარობის მოსალოდნელ ვადამდე 72 სთ-ით ადრე. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს დაბადებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი