ალაქტინი / ALACTIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ალაქტინი – ორსულობა ლაქტაცია ორსულობა: ლაბორატორიულ ცხოველებზე კაბერგოლინის გამოცდამ არ აჩვენა ტერატოგენული ეფექტი ან რეპროდუქციული ფუნქციის საერთო მაჩვენებლებზე ზემოქმედება. თუმცა ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლელვა ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ორსულობის პერიოდში ალაქტინის მიღება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას. თუ განაყოფიერება მოხდება მკურნალობის პერიოდში, დედისა და ნაყოფისთვის რისკისა და სარგებლის ძირეული გამოკვლევის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ვინაიდან კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია და პრეპარატს გააჩნია ნახევრადგამოდევნის ხანგრძლივი პერიოდი, რეგულარული მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ერთი თვით ადრე დაგეგმილ ორსულობამდე, რათა თავიდან ავიცილოთ პრეპარატის ზემოქმედება ნაყოფზე, თუმცა, ალაქტინის მიღებამ კვირაში 0.5 დან 2 მგ-მდე ჰიპერპროლაქტინემიით დაავადებულ პაციენტებში არ აჩვენა აბორტის რისკის გაზრდა, ადრეული მშობიარობა, ორსულობის პათოლოგიები ან თანდაყოლილი დეფექტები. ლაქტაცია: ვირთხებზე დაკვირვებისას დადგინდა, რომ კაბერგოლინი ექსკრეტირდება რძეში. იმისდა მიუხედავად რომ კვლევა არ ჩატარებულა ადამიანებში, ძუძუთი კვება კაბერგოლინით მკურნალობისას აუცილებლად უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი