ანბერი / ANBER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანბერი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. გამოყენების თავისებურებები: გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც დაკავშირებულია ოფლის გამოყოფის შემცირებასთან. სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება.  ფაღარათი შეიძლება იყოს არასრული ნაწლავური ობსტრუქციის ნაადრევი სიმპტომი, განსაკუთრებით კი პაციენტებში კოლოსტომით ან ილეოსტომით. ამ შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, ატაქსია, კომა, ეიფორია, გადაღლილობა, უძილობა და აგზნებადობა.  აღნიშნული სიმპტომები ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი