ანტელეფსინი – ANTELEPSIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანტელეფსინი –  კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებით ეპილეფსიით დაავადებული ორსული ქალების მკურნალობა ნებადართულია, თუმცა მეორე მხრივ, ორსულობა ეპილეფსიით დაავადებული ქალებისათვის წარმოადგენს რისკ ფაქტორს (როგორც ქალისათვის, აგრეთვე ბავშვისათვის), რომელიც იზრდება მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარებისას. ამიტომ ქალებმა ბავშვის გაჩენის სურვილის შემთხვევაში, ან ორსულობის დროს, საჭიროა მიმართონ მკურნალ ექიმს, რომელიც ჩარევის რისკსა და მოსალოდნელი სასარგებლო შედეგის შეფასებით შეარჩევს მკურნალობის შედარებით უფრო უსაფრთხო მეთოდს, როგორც დედისათვის, აგრეთვე ნაყოფისათვის. ორსულობის ადრეულ პერიოდში საჭიროა პრეპარატი ანტიპეეფსის დოზების ხელახალი შერჩევა, ხოლო ორსულობის მე-20 და მე-40 დღეებს შორის ინიშნება პრეპარატი ანტიპეეფსის მინიმალური დოზები. რისკის შემდგომი შემცირების მიზნით ამ დროს საჭიროა ანტელეფსინის და სხვა სამკურნალო საშუალებების კომბინაციისაგან თავის შეკავება. ორსულობის პერიოდში ანტელეფსინის გამოყენებამ შესაძლოა ახალშობილებში გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები და "დუნე ბავშვის სინდრომი", რომლისთვისაც დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია), სუნთქვის ცენტრს დამბლა და ძუძუს წოვის რეფლექსის დათრგუნვა. ანტელეფსინი ექსკრეგირებს დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ანტიპეეფსის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი